უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა „ბოდვა“ უწოდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინამ ვითარების გარდატეხა მოახდინა

5

„არ მსურს გამოვიყურებოდე უჟმურად, რომელიც ადამიანებს სიხარულს უმწარებს, მაგრამ ნოემბერში ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით საუბრებს იამზე, თუ როგორ გადავიტანოთ ზამთარი“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, საუბრების გამართვა ომში „გარდამტეხი მომენტის“ შესახებ დღეს შეუძლებელია.

„კაცობრიობის ისტორიაში არსად ყოფილა ისე, რომ გარდამტეხი მომენტები ომის მსვლელობის დროს დაესახელებინათ, როცა რაღაც ჯერ ისევ მიმდინარეობს. სტალინგრადის შემდეგ ჟუკოვი მივიდა სტალინთან და ომში გარდამტეხი მომენტის შესახებ უპატაკა? ან მანშტაინმა დაურეკა ჰიტლერს და უთხრა: „ბატონო ჰიტლერ, ბოდიში, გარდამტეხი მომენტი მოხდა და ბერლინი ორ წელიწადში დაეცემა? ეს ბოდვაა.

ამგვარი განცხადებები „ყურადღების გადატანას“ უკავშირდება. ყველა გარდამტეხი მომენტი რეტროსპექტიულად განისაზღვრება. ამიტომ, განცხადებები იმაზე, რომ ომში გარდამტეხი მომენტი მოხდა, უკრაინამ ყველაფერი ამოაყირავა და ახლა კრემლში შევარდება – ბოდვაა. მესმის, რომ ვიღაცის ფსიქიკისთვის ეს სასარგებლო ისტორიაა, მაგრამ საჭიროა ცივი გონების შენარჩუნება. მე ვემხრობი იმას, რომ ვიფიქროთ“, – განაცხადა კულებამ.