ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი: „დროა, ევროპა დაუკავშირდეს პრეზიდენტ პუტინს დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის“

6

„ამჟამად ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, როდესაც უკრაინას სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით ძლიერი პოზიცია უჭირავს. ამიტომ, მჯერა, დროა, ევროპა დაუკავშირდეს რუსეთის ხელმძღვანელობას, უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტ პუტინს, დიპლომატიური მოლაპარაკებების წარმოებისთვის“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა  ალექსანდრ სტუბმა კენიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ფინეთის პრეზიდენტის განმარტებით, ის ევროპის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებლად არ მიიჩნევს თავს, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს როლი სწორედ სტუბს შესთავაზა.

ალექსანდრ სტუბის შეფასებით, მოლაპარაკებებში ევროპას უნდა წარმოადგენდნენ „მსხვილი მოთამაშეები“ – საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი, ხოლო ფინეთი და ნორვეგია პროცესს შეუწყობდნენ ხელს.