„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლიერება გამოვხატო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პატივცემული ირაკლი კობახიძის მიმართ მოწვევის მიღებისა და ყირგიზეთის რესუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
„საქართველო ყირგიზეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია, ხოლო ჩვენი ურთიერთობები ეფუძნება ურთიერთნდობას, ურთიერთპატივისცემასა და ხანგრძლივ თანამშრომლობას. მიგვაჩნია, რომ პირველი ოფიციალური ვიზიტი ყირგიზეთში დღეს იქნება მართლაც ისტორიული მოვლენა და მართლაც ყირგიზულ-ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ეს არის პირველი ოფიციალური ვიზიტი ჩვენი ქართველი მეგობრების მხრიდან ასეთ მაღალ დონეზე.
დღევანდელი მოლაპარაკებები ღია, მეგობრულ და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ამომწურავად განვიხილეთ ორმხრივი დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხები, როგორიცაა პოლიტიკური დიალოგი, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა, ასევე, კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება“, – განაცხადა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სადირ ჟაპაროვმა.


