„ეს სამუშაო შეხვედრა ეძღვნებოდა იმ საკითხების განხილვას, რომლის გამოც უვიზო მიმოსვლა შეჩერდა დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ბრიუსელში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.
როგორც სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სამუშაო შეხვედრა ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ჩატარდა იმისთვის, რომ ევროკომისიას თავისი მიკერძოებული და ობიექტურობას მოკლებული გადაწყვეტილებები გაემართლებინა.
რა თქმა უნდა, ეს თემა თავიდანვე პოლიტიკური საბურვლით იყო შემოსილი, იმიტომ, რომ არავითარი ლეგიტიმური და ტექნიკური პირობები არ არსებობდა, რათა რეჟიმი შეჩერებულიყო დიპლომატიური თუ ჩვეულებრივი პასპორტის მფლობელებისათვის. ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური დღის წესრიგით იყო ნაკარნახევი და ცხადია, რომ ეს მექანიზმი – სამუშაო შეხვედრა მოგონილია იმისთვის, რომ ევროკომისიამ თავი დააღწიოს ჩიხს, სადაც თავადვე შევიდნენ“, – განცხადა ეკა სეფაშვილმა.


