პრემიერი: “ყირგიზეთისთვის, ისევე, როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება. მიზეზი არის ის, რომ საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან”

7

“ბუნებრივია, ყირგიზეთისთვის, ისევე, როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყირგიზეთში ქართველ ჟურნალისტებს.

„საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება“, – აღნიშნა პრემიერმა.