„ნაცმოძრაობას“ და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ დავალებებს ერთი და იმავე ხალხისგან, აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს.
„ეს არის, საბოლოო ჯამში, ის გავლენა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „გლობალურ ომის პარტიას“, აშშ-ში უწოდებენ „დიფ სთეითს“.
ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება, საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას.
ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური. ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი – ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს, რომლებიც არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა როგორც აქამდე არ ჰქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო უილსონის განცხადებებს, ისე ექნება მომავალში“, – აღნიშნა პრემიერმა.


