„ცდილობენ დაგვსაჯონ იმისთვის, რომ დღეს თბილისში მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტის, კანიე უესტის კონცერტი იმართება. მათ კი სურდათ, რომ ამ კონცერტის ნაცვლად აქ ბომბების წვიმა ყოფილიყო — ეს არის ძალიან მარტივი რეალობა“, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალუსი საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას განაცხადა.
„საბედნიეროდ, ყველა ის შეცდომა, რომელიც მათ საქართველოში დაუშვიათ და რის გამოც ბოლო წლებში განსაკუთრებით ვერ მიაღწიეს საკუთარ მიზნებს, გამომდინარეობს იქიდან, რომ ისინი საქართველოსა და ქართველ ხალხს არ იცნობენ. ისინი არ იცნობენ იმ კონტექსტს და რეალობას, სადაც ცდილობენ საკუთარი პროექტების განხორციელებას. ის, რომ „გირჩს“ იცნობენ ან ნინო ლომჯარიას, არ ნიშნავს, რომ ქართველ ხალხს იცნობენ.
სწორედ ამიტომ არ იციან, რაზე რეაგირებს საზოგადოება, რა ახარებს, რა სწყინს და რა ღირებულებები ამოძრავებს. შედეგად, მათი მხრიდან მუდმივი ზეწოლა და შანტაჟი კონტრპროდუქტიულია.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ადამიანს შეიძლება ხელისუფლების მიმართ არაერთი პრეტენზია და შენიშვნა ჰქონდეს და ამაზე ღიადაც საუბრობდეს, ის არასოდეს დადგება გარე ძალის მხარეს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.


