აზერბაიჯანში, ქალაქ Შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერის, ვარლამ ლიპარტელიანის მონაწილეობით პანელური დისკუსია გაიმართება თემაზე – „პოსტკონფლიქტური რეკონსტრუქცია: თანამედროვე გამოწვევები ურბანულ დაგეგმარებაში“. ინფორმაციას „ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია ავრცელებს.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის დელეგაცია შუშაში აზერბაიჯანის მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ბორდის წევრები: მარიამ გრიგოლიშვილი და თეკლა თიკანაშვილი.
რეგიონული წვლილი გლობალურ უსაფრთხოებაში, მშვიდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში – ამ თემებზე კონფერენციის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში იმსჯელებენ.


