პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ჩინურ ტელეარხ “CGTN-თან” ინტერვიუში, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით თბილისისა და პეკინის საერთო ღირებულებებზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, ორივე ქვეყანას – ჩინეთსა და საქართველოს ბევრი საერთო აქვს მშვიდობიანი განვითარებისა და საერთაშორისო პოლიტიკაში მშვიდობიანი კურსის თვალსაზრისით. ასე რომ, ეს საერთო ფასეულობები, რომლებიც, ამავე დროს, ჩვენი თანამშრომლობის საერთო ინტერესსაც წარმოადგენს, არის სწორედ ის, რამაც ჩინეთამდე მიგვიყვანა. მიზანი კი ორ პარლამენტს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


