სოფელ კასრისწყალში, ახმეტის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2026 წლის შუალედურ არჩევნებში მონაწილე კანდიდატის წარდგენა გაიმართა.
ახმეტის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების დელეგატმა ირაკლი ქადაგიშვილმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, სოფელ კასრისწყალში მოსახლეობას პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კანდიდატი ლევან ითიურიძე წარუდგინეს.
მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ და ადგილობრივების მიერ დასახელებული საჭირობების მოგვარებაზე შეთანხმდნენ.
შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 3 ოქტომბერს გაიმართება.






