“ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერმა ვარლამ ლიპარტელიანმა სენაკის სპორტსკოლას სპორტული ინვენტარი გადასცა.
ახალი ინვენტარით ადგილობრივი კალათბურთელები დაჯილდოვდნენ.
ევროპის სამგზის ჩემპიონი და მსოფლიო ჩემპიონატის არაერთგზის პრიზიორი მათ პირადად შეხვდა, იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე.
სპორტული ინვენტარი ვარლამ ლიპარტელიანს “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ რეგიონულ შეხვედრაზე სთხოვეს.
“ჩვენ ფედერაციის გვერდში დგომით შევძელით, რომ გაგვეხარებინა ეს ბავშვები, რომლებიც არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და ხვალინდელი დღე. და, რა თქმა უნდა, ყველა ნებისმიერ ასეთ შემთხვევაზე მზად ვართ, მათ გვერდით ვიყოთ და ჩვენს გუნდთან ერთად გავაგრძელებთ ყველა რეგიონის შემოვლას და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას,” – განაცხადა ვარლამ ლიპარტელიანმა.


