პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: „რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას? მათი აზრით, ალბათ, იმაში, რომ ჩვენთანაც იყოს ომი და უბედურება, კორუფციის არნახულად მაღალი მაჩვენებლები… ალბათ ამისთვის იმეტებდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს“

„რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას? მათი აზრით, ალბათ, იმაში, რომ ჩვენთანაც იყოს ომი და უბედურება, კორუფციის არნახულად მაღალი მაჩვენებლები… ალბათ ამისთვის იმეტებდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა მარტა კოსის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

„რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას? მათი აზრით, ალბათ, იმაში, რომ ჩვენთანაც იყოს ომი და უბედურება, კორუფციის არნახულად მაღალი მაჩვენებლები. ალბათ უნდა დავეწიოთ იმაში, რომ არაერთი ტიპის საეჭვო გადაწყვეტილებაა მიღებული, მათ შორის მოლდოვაში. როდესაც საუბარია დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხზე, აქეთ ერთი ამბავი აქვთ ატეხილი – თითქოს საქართველოში ჩვენს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში წამოწყებული პროცესი რაიმე პრობლემა იყოს (რაც რეალურად ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და დანარჩენი უკვე მართლმსაჯულების განსჯის საგანი იქნება, თან ეს პროცესი ღია და საჯაროა), იმ დროს, როცა მოლდოვაში არჩევნებამდე დღეები იყო დარჩენილი და პარტიები აკრძალეს, მედიასაშუალებები დახურეს – რომელი ერთი მაგალითი გავიხსენოთ? თუნდაც სიღარიბის მაჩვენებლის სტატისტიკას თუ ავიღებთ, დაახლოებით 24%-დან 31%-მდეა გაზრდილი. უკრაინაზე უბრალოდ აღარ შევჩერდები, რადგან ყოველდღიური ქრონიკა, რასაც თვალს ვადევნებთ უკრაინიდან, რა ხდება იქ და რამხელა მასშტაბისაა ის ეგზისტენციალური გამოწვევები, რაც უკრაინას აქვს, საერთოდ რაღაზე შეიძლება, კიდევ დამატებითი კომენტარები გავაკეთოთ.

ალბათ ამისთვის იმეტებდნენ საქართველოსა და ქართველ ხალხს, თუმცა ახლა ერთმნიშვნელოვნად გაწბილებულები არიან იმით, რომ საწადელს ვერ მიაღწიეს და შურისძიების რეჟიმში გადავიდნენ. თუმცა ეს შურისძიებაც უკვე ისეთ ფარგლებში გადავიდა და ყველანაირი რაციონალიზმის საზღვარი გადალახეს, რომ თუ ვინმეს აზიანებენ, ეს არის, უპირველესად, ევრობიუროკრატია და მათი რენომე“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.