გოგა ხაინდრავა: „როდესაც შენ აკანონებ ერთსქესიანთა ქორწინებას, ეს ხომ ნიშნავს კაცობრიობის გაჩერებას, განვითარების შეჩერებას და მოსპობას – შესაბამისად, თუ ერთი ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასჯადია, კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასჯადი რატომ არ უნდა იყოს?!“
„როდესაც შენ აკანონებ ერთსქესიანთა ქორწინებას, ეს ხომ ნიშნავს კაცობრიობის გაჩერებას, განვითარების შეჩერებას და მოსპობას – შესაბამისად, თუ ერთი ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასჯადია, კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასჯადი რატომ არ უნდა იყოს?!“ – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ლიბერალიზმის ანატომიაში“, თანამედროვე ლიბერალური იდეოლოგიის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„მე ამ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას პორნოლიბერალიზმს ვეძახი და ეს არის საფუძველი, რომელიც ჩამოიშალა. ეს საფუძველი რომ დიდხანს ვერ გაძლებდა, ყველასთვის ნათელი იყო, რადგან იმ სამყაროში, სადაც ადამიანმა არ იცის, რას წარმოადგენს – ქალმა არ იცის, რომ ქალია, კაცმა არ იცის, რომ კაცია და ა.შ. – რამე არ შეიძლება აშენდეს, ამას მომავალი არ აქვს. ეს არის სრული ქაოსი, რომელიც მოდის თავებიდან – თავიდან, რომელშიც არ არის რწმენა და რომელიც არ არის გამაგრებული იმ პოტენციით, რაზეც ადამიანობა უნდა იდგეს.
არაერთხელ მითქვამს: თუ ერთი ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასჯადია (და დასჯადია ძალიან ბევრ ქვეყანაში), კაცობრიობის თვითმკვლელობამდე მიყვანა დასჯადი რატომ არ უნდა იყოს?! როდესაც შენ აკანონებ ერთსქესიანთა ქორწინებას, რომელიც ნიშნავს კაცობრიობის გაჩერებას, განვითარების შეჩერებას, მოსპობას. და მეორე – რაც მთლიანად ამხელს ამ პორნოლიბერალიზმს – როდესაც შენ უფლებას აძლევ ერთსქესიანებს ბავშვის აყვანის, იმ ბავშვს უფლება არ აქვს? მას არ ჰკითხავენ, უნდა თუ არა ორივე დედა ან ორივე მამა ჰყავდეს?
თუ ავიღებთ „ეფშტეინის კუნძულს“ – ვინ არის ეფშტეინი და ამას როგორ გააკეთებდა? ეს იყო დიდი შეთქმულება და ვინ აფინანსებდა, გასაგებია — ვინც მართავს ამ „დიფ სთეითს“. ევროპის დაშლა არ იმართება? ის, რაც ახლა ევროპაში ხდება – ლიბერალიზმის გახრწნილობის დანერგვა და დათესვა – არ იმართება?“ – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


