გოგა ხაინდარავა: „ევროკავშირი დამთავრდა და ეს იქიდანაც კარგად ჩანს, თუ ვინ დგას ამ ევროკავშირის სათავეში, ვინ მართავს იქ პროცესებს. საქმე იმაშია, რომ მათ ავტორიტეტი დაკარგეს. ვიღას აინტერესებს მათი აზრი, ვის აინტერესებს, რას ამბობს კაია კალასი და მისთანანი?“
„ევროკავშირი დამთავრდა და ეს იქიდანაც კარგად ჩანს, თუ ვინ დგას ამ ევროკავშირის სათავეში, ვინ მართავს იქ პროცესებს. საქმე იმაშია, რომ მათ ავტორიტეტი დაკარგეს. ვიღას აინტერესებს მათი აზრი, ვის აინტერესებს, რას ამბობს კაია კალასი და მისთანანი?“ – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს, რა ხდებოდა წინა საუკუნის დასაწყისში, 30-იან წლებში – იქით მიდის ახლაც პროცესები: ულტრამემარჯვენეები და ულტრამემარცხენეები ისევ ძალიან სერიოზულად გამოდიან ასპარეზზე. ეს კარგს რომ არაფერს მოიტანს, ევროპისა და მსოფლიოს ისტორიაც ამას აჩვენებს.
გამოდის მაკრონი და ამბობს: „სოციალური ქსელები აზიანებენ ჩვენს დემოკრატიას“ – გაახსენდათ თურმე, რომ სოციალური ქსელები და არასამთავრობო ორგანიზაციები აგენტურაა და ა.შ. ესპანეთის პრემიერი ამბობს: „ბარსელონაში მომხდარი დემოკრატია კი არა, სოციალური ქსელების მიერ წაქეზებული ვანდალიზმია“. ესე იგი, რასაც ჩვენ მინიმუმ ხუთი წელია ვლაპარაკობთ და რის გამოც 733 რეზოლუცია არის მიღებული საქართველოს წინააღმდეგ, ამას თავისი პირით აღიარებენ იმ ქვეყნების პირველი პირები, რომლებიც ევროკავშირის საყრდენს წარმოადგენენ.
ახლა ყველა ის კანონი მიიღეს, რის გამოც ჩვენ გვაკრიტიკებდნენ. მადლობა ღმერთს, რომ ქართულმა საზოგადოებამ ამ 35 წლის განმავლობაში ძალიან დიდი კათარზისი განიცადა.
ევროკავშირი დამთავრდა და ეს იქიდანაც კარგად ჩანდა, თუ ვინ დგას ამ ევროკავშირის სათავეში, ვინ მართავს იქ პროცესებს. საქმე იმაშია, რომ მათ ავტორიტეტი დაკარგეს. ვიღას აინტერესებს მათი აზრი, ვის აინტერესებს, რას ამბობს კაია კალასი და მისთანანი? გონებაწართმეული ადამიანები სხედან იქ და კაცმა არ იცის, რას ლაპარაკობენ“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.


