შალვა პაპუაშვილი: “ევროკომისიამ ბოლო ანგარიშში გვითხრა, რომ საქართველოში ყველა მოსამართლისა და პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა. ეს სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობა”
“ევროკომისიამ ბოლო ანგარიშში გვითხრა, რომ საქართველოში ყველა მოსამართლისა და პროკურორის დანიშვნაში უცხოელს უნდა ჰქონდეს გადამწყვეტი ხმა”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„ჩვენ რისთვისაც ვიბრძოდით საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის პროცესში, არის ამის აყრა. ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შეზღუდვა – ეს არის ამ შემოთავაზების არსი. უცხოელი რომ დაგინიშნავს მოსამართლეს და მართლმსაჯულების სფეროს წარმომადგენელს, რაღა დამოუკიდებლობაზე უნდა ვისაუბროთ?!
მანამ, სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში, ეს ანტიკონსტიტუციური და ჩვენი ქვეყნის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართული მოთხოვნა არ იქცევა რეალობად. თუმცა, ვხედავთ ოპოზიციას, რომელიც კიდევ ერთხელ ავლენს, რომ არიან მარიონეტები, მზად არიან, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა დათმონ იმისთვის, რომ ვიღაცამ წითელი ხალიჩა დაუგოს და ბრიუსელში რომელიღაც კაბინეტში შეხვდეს და ხელი ჩამოართვას. ეს არის მათი მარიონეტული ხასიათი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.


