პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: “მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე საქართველოს წარმომადგენლობის საკითხსა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პოლიტიკას ეხმაურება.

„გვსმენია მათი განცხადებები – არაფერი უკრაინაზე უკრაინის გარეშე, არაფერი ევროკავშირზე ევროკავშირის გარეშე. ისმის კითხვა – მაშინ რატომ საქართველოზე საქართველოს გარეშე? ეს აჩვენებს მათ არათანმიმდევრულობასა და ფარისევლობას.

მიუღებელია, როდესაც იკრიბებიან ადამიანები ბრიუსელის მოწვევით და საუბრობენ საქართველოზე საქართველოს გარეშე. ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფა.

ასეთ უტიფარ, ქედმაღლურ და კონფრონტაციულ საგარეო პოლიტიკას რომ აწარმოებს ქალბატონი კალასი, ამიტომაც არის, რომ თავად ევროკავშირმა არც კი მიუშვა ის რუსეთთან მოლაპარაკებებში. იმ მოლაპარაკებებზე, რომლებიც ეხება ევროპის საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას, მონაწილეობას არ მიაღებინებენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში. აი, ამას მიაღწია კაია კალასმა.

სადაც აქ უკვე ყოველგვარ ზღვარს გადავიდა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასე პირდაპირ შეზღუდეს მისი მონაწილეობა მოლაპარაკებებში, გასაგებია, ჩვენთან როგორ იქცევა და როგორი ქედმაღლობა და კონფრონტაციულობაა“, – მიიჩნევს პაპუაშვილი.