შალვა პაპუაშვილი: “საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს”
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასისა და ბრიუსელის ბიუროკრატიის პოლიტიკას აკრიტიკებს.
„თუკი ვსაუბრობთ შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე, საქართველო არის ხიდი, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატია საქართველოს ებრძვის, ის ამ ხიდის დაწვას ცდილობს. აქედან გამოვიტანოთ დასკვნა, რამდენად სერიოზულად შეიძლება განვიხილოთ ბრიუსელის ის ბიუროკრატები, რომლებიც მათთვისვე სასარგებლო ხიდს წვავენ.
როდესაც საკუთარ ხიდებს წვავენ აზიასთან, მერე გაზი და ცხოვრების დონე რომ გაძვირდება მათთან, აბრალონ რუსეთს. საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, იმიტომ, რომ წვავენ ხიდებს, რომლებიც მათ სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალთან ეკონომიკურად აკავშირებენ“, – დასძინა შალვა პაპუაშვილმა.


