ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე: „მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა ურწმუნოა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობა უნდა წავიდეს. ვინ მოვა მერე მე არ ვიცი“
„მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მთავრობა ურწმუნოა. ვერ ვიტყვი, რომ მთავრობა უნდა წავიდეს. ვინ მოვა მერე მე არ ვიცი“,-განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას.
მიტროპოლიტმა ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზე, ქრისტიანული გზისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ცდილობს, საქართველო ქრისტიანულ გზაზე დარჩეს. მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების მნიშვნელობაც.


