ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: „სკოლები რომ დაგვიფინანსა სახელმწიფომ, ამაში რა არის ცუდი?! ჩვენთან გიმნაზია რომ დაარსდა, ლომაიას პერიოდში, 3 წელი უხელფასოდ მუშაობდნენ მასწავლებლები. ლომაია ვისი დრო იყო?! ახლა რომ ზის იქ და ზოგიერთი ექაჩება, გამოუშვით დავაყენოთ სათავეშიო, გადაგიყირავებს ყველაფერს“
„სკოლები რომ დაგვიფინანსა სახელმწიფომ, ამაში რა არის ცუდი? ჩვენთან გიმნაზია რომ დაარსდა, ლომაიას პერიოდში, 3 წელი უხელფასოდ მუშაობდნენ მასწავლებლები. ლომაია ვისი დრო იყო? ახლა რომ ზის იქ და ზოგიერთი ექაჩება, გამოუშვით დავაყენოთ სათავეშიო, გადაგიყირავებს ყველაფერს“,-განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას.
მიტროპოლიტმა ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზე, ქრისტიანული გზისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ცდილობს, საქართველო ქრისტიანულ გზაზე დარჩეს. მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების მნიშვნელობაც.


