საზოგადოება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: „თვითმყოფადობის დაცვა მარტო მთავრობის საქმე არ არის, ეკლესიის საქმეც არის და მე როგორ ვეტყვი ამ მთავრობას, რომელიც ამას ცდილობს, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის განკითხვა და არა სიმართლისთვის ბრძოლა“

„თვითმყოფადობის დაცვა მარტო მთავრობის საქმე არ არის,  ეკლესიის საქმეც არის და მე როგორ ვეტყვი ამ მთავრობას, რომელიც ამას ცდილობს, რომ ურწმუნოა და უნდა წავიდეს. ეს არ არის სწორი მიდგომა, ეს არის განკითხვა და არა სიმართლისთვის ბრძოლა“,-განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას.

მიტროპოლიტმა ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზე, ქრისტიანული გზისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ცდილობს, საქართველო ქრისტიანულ გზაზე დარჩეს. მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების მნიშვნელობაც.