ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: „როდესაც დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება, შევხედოთ რა ბრძოლაა გარშემო და რა დღეში არიან ის ადამიანები. ისინი ცდილობენ, საქართველო ქრისტიანულ გზაზე განაგრძობდეს სიარულს და ჩვენ მათი ძალიან დიდი ძალისხმევით მივედით იქამდე, რომ გვაქვს ბავშვების დაცვის კანონი“
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზე, ქრისტიანული გზისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ცდილობს, საქართველო ქრისტიანულ გზაზე დარჩეს. მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების მნიშვნელობაც.
„როდესაც დღეს ამხელა ბრძოლაშია ჩვენი ხელისუფლება, შევხედოთ რა ბრძოლაა გარშემო და რა დღეში არიან ის ადამიანები. ისინი ცდილობენ, საქართველო ქრისტიანულ გზაზე განაგრძობდეს სიარულს და ჩვენ მათი ძალიან დიდი ძალისხმევით მივედით იქამდე, რომ გვაქვს ბავშვების დაცვის კანონი“,-განაცხადა ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას.


