საზოგადოება

ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე: „ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა“

„ეკლესიაში არის შიდა წესი და არა დადგე და ყველაფერი იყვირო ურწმუნო ხალხში და ურწმუნო ხალხის მსჯავრზე დააყენო ეკლესიური იერარქია და მრევლი. ფაქტობრივად ისინი ამას ელიან, რომ ჩვენ ერთმანეთს დავუწყოთ განკითხვა“,-განაცხადა  ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღევანდელი ქადაგებისას.

მიტროპოლიტმა ქვეყნის ხელისუფლების ძალისხმევაზე, ქრისტიანული გზისა და ტრადიციული ღირებულებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სასულიერო პირის განცხადებით, ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას და ცდილობს, საქართველო ქრისტიანულ გზაზე დარჩეს. მიტროპოლიტმა განსაკუთრებულად აღნიშნა არასრულწლოვანთა დაცვის კანონის მიღების მნიშვნელობაც.