ლევან ნიკოლეიშვილი: „ამერიკული FARA გვამცნობს, რომ 420 000 დოლარი დაიხარჯა „TV ფორმულას“ ლობიზმში. ეს ურეიტინგო პარტიული ტელევიზია უშედეგოდ ცდილობს საქართველოს სახელის დისკრედიტაციას“

100

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი FARA-ზე ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის 6 თვის საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

„რა სასაცილოა, არა? გვახსოვს, როგორ მოიკლეს თავი რადიკალებმა და მათმა ტელევიზიებმა, რომ საქართველოში უცხოური აგენტების გამჭვირვალობის კანონი არ გასულიყო და მისთვის რუსული კანონი ეწოდებინათ. მაგრამ რად გინდა? – აგერ არის ამერიკული FARA, რომელიც გვამცნობს, რომ 420 000 დოლარი დაიხარჯა “TV ფორმულას” ლობიზმში. მართალია, ვერაფერს მიაღწიეს, გარდა ერთისა – ეს ურეინტიგო პარტიული ტელევიზია უშედეგოდ ცდილობს საქართველოს სახელის დისკრედიტაციას.
https://rustavi2.ge/ka/news/276735

420 000 დოლარი ლობიზმში: FARA-ზე “TV ფორმულას” მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის 6 თვის საქმიანობის ანგარიში გამოქვეყნდა“, – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუკის“ გვერდზე.