ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილის შესახებ: „ადამიანს ასე ჰქონდეს თავზე ხელი აღებული და ღიად, მიზანმიმართულად მტრობდეს ქვეყანას, გაუგონარია. ჯავრს იყრის საქართველოზე, რომელიც გენეტიკურად სძულს“

129

„ადამიანს ასე ჰქონდეს თავზე ხელი აღებული და ღიად, მიზანმიმართულად მტრობდეს ქვეყანას, გაუგონარია, აღარაფერს ვამბობ მის ამომრჩეველზე“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელმაც საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს ვეტო დაადო.

„სასწრაფოდ, ზომებია მისაღები, – ამ ქალმა, შეიძლება, გამოუსწორებელი რამ ჩაიდინოს. გარდა იმისა, რომ უცხო ქვეყნის აგენტია, პატარა ადამიანიცაა, – ჯავრს იყრის საქართველოზე, რომელიც გენეტიკურად სძულს“, – აღნიშნავს ნინო ფოჩხუა.