„არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, როდესაც დღეს საუბრობენ (ხელოვანი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი) წაუკითხავ კანონზე, რომ თითქოს ეს არის ხელის შეშლა ევროკავშირისკენ საქართველოს სწრაფვისთვის – სწორედ ესაა ქართველი საზოგადოების შეურაცხყოფა, მით უმეტეს, იმ ადამიანების მხრიდან, ვინც რუსეთშიც კარგად დადის, ფულსაც იღებს, კონცერტებსაც მართავს (შეიძლება, ზოგიერთი მათგანი დღესაც მართავს) და ბევრი მათგანი სააკაშვილის დროს, 26 მაისის ცნობილი დარბევის შემდეგ, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
„მაინტერესებს, 26 მაისს სპეცრაზმელებმა სახურავზე ცხედრები რომ შემოდეს და სააკაშვილმა ხალხი დაარბია, იმ ხალხის ტირილი ევროპულ ჰანგებად ჩაესმოდათ?!“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


