„აზროვნების ტუმბლერი ჩატეხილ მდგომარეობაში აქვთ ჩარჩენილი. ეს გაკეთებული იყო წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად. ეს იყო პროგრამა მინიმუმი, რასაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ. პროგრამა მაქსიმუმი იყო, მთელი ჩვენი მოსახლეობა იმ ზომბირებულ ბიომასად გადაექციათ, რომელსაც ამ ტრიადიდან მხოლოდ სარწმუნოება კი არა, მამულიც და ენაც უნდა ამოეგდო“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.
„საქართველო იმ უსახური ბიომასის ტერიტორიად უნდა გადაქცეულიყო, სადაც მშვენივრად მოვიდოდნენ უცხოტომელები, თავიანთი გაუკუღმართებული ცხოვრების წესით, თავიანთი ტრანსგენდერული სულიერებით, მრავალფეროვანი გენდერით და ა.შ. გამორიცხულია, ახალგაზრდების, პირობითად, 10%-ს, რომელიც აქციებში მონაწილეობს, რაღაც დაუმტკიცო. ახალგაზრდების დანარჩენ 90%-ს თუ დაუჯდები და აუხსნი, ძალიან კარგად ესმის, რომ გამორიცხულია, შევადაროთ ის 10 წელიწადი [წინა ხელისუფლების მმართველობის] ამ 10 წელიწადს [“ქართული ოცნების” მმართველობას]“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.


