ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედების შესახებ: „წარმომიდგენია, როგორ გეზიზღებათ ახლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს, ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან“

134

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ფონდ „ქართუს“ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ „ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს, გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს“.

„თქვენ მართლა ჭინკებო, ბოროტებო და შურიანებო, რა მოსყიდვა?! რა 30 ვერცხლი?! ჯერ არაფერი გაგიგიათ ფონდ “ქართუს” ქველმოქმედებაზე?! პირველად გესმით, არა?!
მე პირადად ველოდებოდი, რომ ქართველი ხალხის ბედნიერების მომტან ჩვენს ფეხბურთელებს ივანიშვილი ისე არ დატოვებდა.
წარმომიდგენია, როგორ გეზიზღებათ ახლა თითოეული ფეხბურთელი, მაგრამ თქვენი ზიზღი მალამოსავით ედება მათ და მთელ საქართველოს!
ბიძინა ივანიშვილს კი დიდი პატივისცემა და მადლობა ქართველი ხალხისგან!“ – წერს ნინო ფოჩხუა „ფეისბუკის“ გვერდზე.