გია აბაშიძე: “მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. ნავთობზე ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პიკს მიაღწია და გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა”

11

“მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასებმა ბოლო წლების მაქსიმუმს მიაღწია. Brent მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 125 დოლარს გასცდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე გაიზარდა ამერიკული WTI-ის ფასიც, რომელმაც 110 დოლარს გადააჭარბა”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„ნავთობზე ფასების მატებამ პირდაპირი გავლენა იქონია საწვავის ღირებულებაზე. აშშ-ში ბენზინის საშუალო ფასმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პიკს მიაღწია და გალონზე 4 დოლარს გადააჭარბა.

ტრამპის ადმინისტრაცია ენერგეტიკულ გიგანტებთან (მაგალითად, Chevron) ერთად განიხილავს გზებს, თუ როგორ შეინარჩუნონ ბლოკადა თვეების განმავლობაში ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანი ამერიკელი მომხმარებლებისთვის.

ირანის მხარე აცხადებს, რომ აშშ-ის ეკონომიკური ზეწოლა ვერ აიძულებთ დათმობებზე წასვლას და მოითხოვს ბლოკადის მოხსნას ნებისმიერი შეთანხმების მიღწევამდე.

ბაზარი უკიდურესად დაძაბულია, რადგან დიპლომატიური გზები ჩიხშია შესული, ხოლო სამხედრო-ეკონომიკური ბლოკადა გლობალურ ენერგეტიკულ კრიზისს ამწვავებს“, – წერს აბაშიძე.