ახალი ამბები

თბილისის მერია: „მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს, არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების დეზინფორმირებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მსგავსი პროექტი თბილისის მუნიციპალიტეტში არ შემოსულა“

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ,,რიყე დომი“ რიყის ტერიტორიაზე 10-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. გავრცელებული…

კახა კალაძე ევროპაში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ: „რასაც ჩვენთან აორგანიზებდნენ და აკეთებდნენ, ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ძალადობრივ ორგანიზაციებს, ძალადობრივ დაჯგუფებებს, დღეს საკუთარ ქვეყნებში მიიღეს იგივე“

კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შესახებ: “კარგია, რომ ისინი ხვდებიან მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ჰუმანურობა კი ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის ნაწილია”

გიორგი გაბუნია: “უკრაინაში ბოლო სამ წელიწადში აიკრძალა 22 პარტია! მოლდოვაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 8 პარტია!!! ევროპაში, ბოლო ათწლეულებში, აიკრძალა 150 პარტია! ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი მაშინ იწყება, როდესაც ერთი და იგივე სამართლებრივი ზომა ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინაში, მოლდოვაში დემოკრატიის დაცვის სტანდარტად ცხადდება და არანაირი კრიტიკა არ არის, ხოლო საქართველოში – დემოკრატიის საფრთხედ”

თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციის შესახებ: „სიამაყით საუბრობენ 2003-2012 წლებზე და იმ დანაშაულებს, ფაქტობრივად, ხდიან საქილიკოდ – ხელს აწერენ იმას, რომ “ნაცობა” არის იდეოლოგიურად უკურნებელი სენი და გამოწვევა, რომელსაც ერთადერთი სამართლებრივი პასუხი შეიძლება გაეცეს და სწორედ ამ პროცესში ვარ ჩვენ ახლა“

გიორგი კახიანი: „კოალიცია „ცვლილებისთვის“ არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“. ერთობლივ ჯგუფებს ქმნიან და იმავე პოლიტიკის გამტარებლები არიან. მათაც ვედავებით იმავეს – კონსტიტუციური წყობილების დამხობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და დამოუკიდებლობის ხელყოფას“

გიორგი კახიანი: „არანაირ სინანულს არ გამოხატავენ წარსულში ჩადენილი ქმედებების მიმართ. პირიქით, ამბობენ, რა კარგი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდი. ჩვენი კონსტიტუციური სარჩელი სწორედ ამას ეფუძნება – რომ ეს არის ძალა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს ქვეყნისთვის და, მათი ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, იმავეს გაიმეორებენ“

ნანა კაკაბაძე ოპოზიციის შესახებ: „მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ ივანიშვილის გარეშე არსებულ საქართველოში მიეცემათ ხელისუფლების დაბრუნების შანსი, რათა კვლავ მოაწყონ მასობრივი რეპრესიები, სისტემური და სისტემატური წამებები ციხეებში და ყველა იმ ღირებულების ნიველირება, რომელიც ქართველმა ხალხმა, საბჭოთა რეჟიმის დასრულების შემდგომ მოიპოვა“

გივი მიქანაძე: „მასწავლებლობა მხოლოდ პროფესია არ არის, ეს არის მისია, უდიდესი პასუხისმგებლობა და ეროვნული მნიშვნელობის საქმე – მივმართავ პედაგოგებს, ჩვენ გვესმის თქვენი შრომის ფასი, ვიცით, რა გამოწვევების წინაშე დგახართ და გვჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარება მასწავლებლის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია“

არჩილ გორდულაძე: „კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები კიდევ უფრო მეტად ამყარებს ჩვენს სარჩელს – კონსტიტუციური წყობილების დამმხობი ძალა, რომლის მიზანიც მომავალში იმავეს განხორციელებაა, უნდა გასამართლდეს და აიკრძალოს“

არჩილ გორდულაძე: „უკრაინაში ბოლო 3 წელიწადში აიკრძალა 22 პარტია, მოლდოვაში აიკრძალა 8 პარტია, ევროპაში ბოლო ათწლეულებში აიკრძალა 150 პარტია. არ გამოვა, რომ იქ პარტიების აკრძალვა დემოკრატიის წინსვლა იყოს და საქართველოში – უკუსვლა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციურ წესრიგს!“