ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: “ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები”

“მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება განწყობების და გარკვეული ნაბიჯების დონეზეც, პროგრესი არის მინიმალური და ამის მიზეზია დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ”, - განაცხადა…

ირაკლი კობახიძე: “დავით ქაცარავა ის ადამიანია, რომელიც “ეფესბეს” აგენტს თამაშობდა რუსულ სერიალში 2008 წლის ომის შემდეგ და ახლა ის ბექაურს უწუნებს პატრიოტიზმს და ა.შ. ეს არის თავხედობა”

ირაკლი კობახიძე: “შექმნილია სააგენტო, რომელიც სტარტაპებთან მუშაობს. შედეგები ნამდვილად ხელშესახებია, თუმცა, კიდევ უფრო ამბიციური გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, ეს მიმართულება მომავალში კიდევ უფრო მეტად წარმატებული იქნება. მთავრობის მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა”

ირაკლი კობახიძე: “ევროპის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობა, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც არ მოქმედებენ ევროკავშირის ობიექტური ინტერესების შესაბამისად და გამუდმებით თავს ესხმიან ქართველ ხალხს, რაც აბსოლუტურად მიუღებელი მოვლენაა”

ირაკლი კობახიძე: “ნომინალური ეკონომიკა წლის ბოლომდე 10%-ზე მეტით გაიზრდება და ეს ეკონომიკური ზრდა გვაძლევს ინდექსაციის მიღმაც პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. სწორედ ამით ვისარგებლეთ ამ გადაწყვეტილების მიღების დროს”

პრემიერი: “მივიღეთ გადაწყვეტილება, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პარალელურად, შემოვიღოთ დევნილი ოჯახების, ნაცვლად საცხოვრისისა, ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა, რომელში ჩართვაც სრულიად ნებაყოფლობითი იქნება. კომპენსაციის ოდენობა იქნება 10,000 ლარი დევნილი ოჯახის თითოეულ წევრზე”

ირაკლი კობახიძე: “მივიღეთ გადაწყვეტილება, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, ნაცვლად ინდექსაციის წესით გათვალისწინებული 20 ლარისა, გავზარდოთ 45 ლარით. აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტში პენსიისთვის გამოყოფილი ხარჯების გაზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით”

შალვა პაპუაშვილი: “ევროკავშირმა რუსეთისგან ასეულობით მილიარდის გაზი და ნავთობი იყიდა მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო. რუსეთის ეკონომიკური იზოლაცია იყო ზღაპარი, რომლის მიყიდვასაც პატარა ქვეყნებისთვის ცდილობდნენ”

შალვა პაპუაშვილი: „დღევანდელი ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს გვახსენებს. როგორც მოსკოვი რაღაც რესპუბლიკებს უყურებდა მეორეხარისხოვან წევრებად, ზუსტად ასეთი დამოკიდებულება ჩანს დღეს ბრიუსელიდან საქართველოს მიმართ, – რომ ვართ არ შემდგარი სახელმწიფო, რომელზეც შეიძლება გამოვიდეს რიგითი კომისარი, რომელიც არავის აურჩევია, და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ესაუბროს იმ ტონით, რომლითაც ქალბატონი კოსი გვესაუბრება“

შალვა პაპუაშვილი ევროპის დღის ღონისძიების შესახებ: „ეს რეალურად იქცა ევროპული სიძულვილის დღეებად. ჩვენ საქმე გვაქვს პოლიტიკურ აქტორთან. გარკვეული რეციდივია ვენის კონვენციის დარღვევისა”

შალვა პაპუაშვილი: “უკვე მერამდენე წელია, საქართველო, ეკონომიკური ზრდის ტემპებით, ევროკავშირის წევრებთან და ყველა კანდიდატ წევრთან შედარებით არის პირველ ადგილზე. ახლა აგვიხსნან კაია კალასმა და მარტა კოსმა: თუ საქართველო არის ყველაზე ცუდი და საშინელი, როგორ ხდება, რომ სინამდვილეში, არის ყველაზე კარგი და წარმატებული?!”