პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილის შესახებ: “იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ, უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და, უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ”

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „საქართველოში ზოგიერთისთვის შეიქმნა სტერეოტიპი, თითქოს, თუ მეტ-ნაკლებად ცნობილმა ადამიანმა…

შაკო კუჭაშვილი: “მტკნარი სიცრუეა ელიზბარაშვილის, მისი ახლობლებისა და მხარდამჭერი მედიების მტკიცება, რომ თითქოს იგი ჩვენი საჩივრის საფუძველზეა დაკავებული. არც მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ჩემს მეგობარს პოლიციაში არავითარი საჩივარი არ შეუტანია. ჩვენ საქმის აღძვრის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც სამართალდამცველი ორგანოდან დაგვიკავშირდნენ და გამოკითხვაზე დაგვიბარეს. ჩვენ, კანონის მოთხოვნების შესაბამისად, გამოძიებას მივეცით ჩვენება რესტორანში მომხდარის შესახებ”

გიორგი გამსახურდია – რომან გოცირიძეს: “ყველა თქვენნაირი “დაკომპრილი” და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ”

დავით ქართველიშვილი: “ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი ნულის ტოლია”

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილის შესახებ: “იარაღის აღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად, საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა. ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს”

ზაზა შათირიშვილი:  “დროა, აგენტურულმა ოპოზიციამ მათ მიერვე გამოგონილი მიკროსამყაროდან გამოაღწიოს, გაათვითცნობიეროს, რომ ბიძინა  ივანიშვილს ხელები არაფერში აქვს გასვრილი და მისი წარსული, პრობლემებს კი არ უქმნის, არამედ ზურგს უმაგრებს”

ზაზა შათირიშვილი: “კიდევ ერთი თავისებურება, რომელიც რადიკალ ოპოზიციონერებს ახასიათებთ, კონკრეტული გავლენიანი უცხო ძალების იმედზე ყოფნაა. მოელიან, რომ მათსავე გონებაში წარმოქმნილ სასურველ რეალობაში გაიღვიძებენ – „ქართული ოცნება“ ჩამოიშლება, თავად კი კვლავ შეძლებენ ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება და ჩვენი ქვეყნის სადავეები კვლავაც იმ ძალებს დაუქვემდებარონ, რომლებსაც უცხოეთში იმედით შეჰყურებენ”

ზაზა  შათირიშვილი:  “გოცირიძის უიმედო სურვილი და ბაჩიაშვილის შემთხვევა ზუსტად აღწერს უცხო ძალების მორჩილი ოპოზიციონერების მდგომარეობას, რომლებიც უკვე 10 წელია იმ ადამიანების ალაპარაკებას ელიან, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილთან საქმიანი ურთიერთობა შეწყვიტეს”

ზაზა შათირიშვილი: “რომან გოცირიძე ცდილობს, ფაქტად წარმოაჩინოს, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ უკანონოდ იქცეოდა, ასევე ცდილობს გააჩინოს ეჭვი, რატომ შეიძლება ამ ორ ადამიანს ერთმანეთისგან გარკვეული გარანტიები გააჩნდეთ, თუმცა, ამავდროულად, მისივე გამოგონილი გარანტიების სიმყარეზე თავადვე სვამს კითხვებს”

თორნიკე ჭეიშვილი ლაზარე ჯორბენაძის საქმის შესახებ: “როგორც სჩვევიათ პოლიტიკურ სვავებს, ისინი ამ შემთხვევაშიც შეეცადნენ ტრაგედია გამოეყენებინათ იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შეექმნათ”