პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: „დღევანდელი ევროკავშირის პოლიტიკა ეწინააღმდეგება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ ინტერესებს და ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან, მსგავს შედეგს აუცილებლად გამოიღებდა, თუმცა, ასეთ მძიმე შედეგებს ნამდვილად არ ველოდი – მეგონა, ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვლებოდა და არა ასე ბრუტალურად და ძალადობრივად“

„ის, რომ ევროპელი ბიუროკრატები თბილისში გამართულ რადიკალების აქციებს ახალისებდნენ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მათ ორმაგ მიდგომებს. და რაც ახლა ხდება ევროპულ ქვეყნებში (მაგ., საფრანგეთსა და იტალიაში -…

შალვა პაპუაშვილი: “შვიდი წელია, ბრიუსელი უყურებს არა მხოლოდ ძალადობას, არამედ ხელისუფლების დამხობის მცდელობებს და არც ერთხელ – ხაზს ვუსვამ, არც ერთხელ – ეს ძალადობა არ დაუგმია”

ეკა სეფაშვილი ევროპული საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე: “ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აწუხებდათ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს არყოფნის საკითხი – ეს არის მათი პოლიტიკის მარცხი და, უფრო მეტიც – დემოკრატიული პროცესების მშენებლობის კრახი”

გოგა ხაინდრავა ოპოზიციური პარტიების შესახებ: „ასაკრძალი კი არა, გასასამართლებლები არიან ყველანი. ესენი არიან დამნაშავეები. კაცობრიობის წინააღმდეგ აქვთ დანაშაული ჩადენილი“

ეკა სეფაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ფილიალები არ არიან პოლიტიკური პარტიები, ისინი გარედან მართულ აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ საქართველოში და პოლიტიკური ველი მათგან უნდა გაიწმინდოს“

საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის წარმომადგენელთა ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებას ეხება

დონალდ ტრამპი: „დადგა დრო, რომ უკრაინის სახელით მოლაპარაკებები სხვამ აწარმოოს – შესაძლოა, უკრაინისთვის დროა, სამშვიდობო მოლაპარაკებებზე სხვა ადამიანი წარადგინოს და არა ზელენსკი“

აკაკი ალადაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტების შესახებ: „ახლა, როცა თავის ქვეყნებში მიიღეს ძალადობა, მანქანების დაწვა, სახელმწიფო შენობებსა და ინსტიტუტებზე შტურმი, ეს თურმე ძალადობაა, არადემოკრატიულია, მათთვის მიუღებელია და ჩვენთან შეიძლება?! აი, ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი“

აკაკი ალადაშვილი: „დღევანდელი ევრობიუროკრატიისგან მოვითხოვთ, პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს, იმ იდეას, რის გარშემოც ერთ დროს ევროკავშირი შეიქმნა, და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოს. ეს არის ჩვენი გუნდის მოთხოვნა, ჩვენ მზად ვართ მათთან თანასწორუფლებიანი დიალოგისთვის და არა მათი დავალებებისა და აბსურდული მითითებების შესასრულებლად“

აკაკი ალადაშვილი საკონსტიტუციო სარჩელის შესახებ: „დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ეს პროცესი შევა საერთაშორისო სამართლებრივ სახელმძღვანელოებში, როგორც კლასიკური მაგალითი იმისა, როდის არიან ე.წ. პოლიტიკური პარტიები ძალადობრივები, ანტისახელმწიფოებრივები და ანტიკონსტიტუციურები და როდის შეეძლება მოსარჩელეს სარჩელის შეტანა მათი აკრძალვის მიზნით“