პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: „ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე წლის განმავლობაში, იყო ინსტრუმენტი იმისა, რომ დაებრუნებინათ ხელისუფლებაში სისხლიანი პოლიტიკური ძალა, რასაც ჰქვია კოლექტიური ნაცმოძრაობა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა ამ ადამიანების განზრახვას და გააკეთა ის არჩევანი, რომელიც სჭირდებოდა ჩვენი ქვეყნის სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას“

„ძალიან მარტივად იყო საქმე კონკრეტული ადამიანებისთვის, უცხოელი პოლიტიკოსებისთვის, მათ შორის სამწუხაროდ ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, ეს ძალადობრივი აქციები, რაც ვიხილეთ 2024 წელს, მანამდე რამდენიმე…

პრემიერ-მინისტრი: „2012 წლის შემდეგ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა არის სწორედ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრება და ამ ფონზე, სამწუხაროა, რომ ევროპული ბიუროკრატია კვლავაც მისტირის იმ აგენტურას, რომელიც მართავდა ამ ქვეყანას და რომელიც, სწორედ, სამართლის უზენაესობის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ხელყოფით იყო გამორჩეული“

ირაკლი კობახიძე: „გურჯაანის ღვინის ფესტივალი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ღვინო არის ჩვენი კულტურისა და ჩვენი იდენტობის განუყოფელი ნაწილი“

ვატო შაქარიშვილი: „როდესაც ევრობიუროკრატია გამადიდებელი შუშით ზის ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში, სადმე 1 ლიტრი რუსული ნედლეული არ გაიპაროსო, აშშ-ის პრეზიდენტი იმით ამაყობს, რომ მიაღწია შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც რუსეთი გლობალურ ბაზრებს მილიონობით ტონა დიზელს მიაწვდის“

ლევან მაჭავარიანი: „საფრანგეთში აქციები მიმდინარეობს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობის არნახულ მასშტაბებს ვხედავთ – ერთი კომენტარიც არ გაუკეთებიათ იმ ევრობიუროკრატებს, რომლებიც ჩვენთან პოლიციელის ცოცხლად დაწვის მცდელობას მშვიდობიან აქციას უწოდებენ“

დავით ქართველიშვილი: „როდესაც ამერიკას რუსული ნავთობი სჭირდება, ამას ეროვნული ინტერესი და სახელმწიფოებრივი პრაგმატიზმი ჰქვია, ხოლო საქართველოს შემთხვევაში, რუსული ნავთობის გადამუშავებას, ბრიუსელიდან სანქციები მოჰყვება“

ვახტანგ ქიზიყურაშვილი ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის შესახებ: „ეს არ არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება – ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ფორუმმა ახალი ფურცელი უნდა გადაშალოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“

ვატო შაქარაშვილი ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური საერთაშორისო ფორუმის შესახებ: „კითხვა ჩნდება ხოლმე საზოგადოებისგან: „როგორ აპირებთ ნეიტრალიტეტის მიღწევას და ამ იდეის გატანას?“ – სწორედ ეს ფორუმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ამ მიმართულებით, სადაც საერთაშორისო წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვისაუბრებთ ნეიტრალიტეტის პერსპექტივებზე სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ჭრილში, უშუალოდ საქართველოში“

არჩილ გორდულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულის მიერ დანაშაულის აღიარებაზე: „საინტერესოა, რეზოლუციებში რომ წერენ, „პოლიტპატიმრები გაათავისუფლეთო“, ვინ არიან ეს პოლიტპატიმრები? ახლა რომ გამოდიან და ამბობენ: „კი, დანაშაული ჩავიდინეთ, ვაღიარებთ და მეტს აღარ ვიზამთო“?“

არჩილ გორდულაძე რადიკალური პარტიების აკრძალვაზე: „კიდევ აქეთ რომ გვამუნათებენ: „ჩვენს აკრძალვას რომ აპირებთ, რას ეუბნებით ჩვენს მხარდამჭერებსო?“ მაშინ რას ეუბნებოდა ცივილიზებული სამყარო ნაცისტური პარტიის წევრებსა და მხარდამჭერებს? ან იმ პარტიის წევრებს, რომლებიც აიკრძალნენ თურქეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და არაერთ სხვა ქვეყანაში? ეს თუ ჩვენთან დემოკრატიული უკუსვლაა, მაშინ მოლდოვაში, არჩევნების დღემდე 2 კვირით ადრე, პარტიის აკრძალვა დემოკრატიის ზეიმი რატომ არის?“

არჩილ გორდულაძე სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოზე: „ინტერნეტსივრცეში შეურაცხყოფის გავრცელება კიდევ უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე ქუჩაში გინება, რადგან მოცვა და გავრცელება გაცილებით ფართოა, თუმცა, რაც ეს სამმართველო ამოქმედდა, საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინების შემთხვევები საგრძნობლად შემცირდა“