პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: „გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მის შესახებ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ზარქუა აღნიშნავს, ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ჩუბინიძემ მისი სახელით აბსურდული…

შალვა პაპუაშვილი: „ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები“

მაკა ბოჭორიშვილი გაეროში: „საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება. სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით, სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში“

მაკა ბოჭორიშვილი გაეროში სიტყვით გამოსავლისას: „ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის. ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ქვეყანას ძალუძს შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავისი ენერგია მომავალზე მიმართოს“

ლევან ჟორჟოლიანი: „რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ილაპარაკებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული“

ლადო სადღობელაშვილი: “ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება. საზოგადოებას ახსოვს, რა მემკვიდრეობას ატარებს პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს”

არჩილ გორდულაძე: „მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები – ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა“

ლევან მახაშვილი: „ბელგიასა და ლუქსემბურგში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტებისას, ორივე ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან შეხვედრები იყო მეგობრული, საქმიანი და შინაარსიანი“

დავით ქართველიშვილი: “კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში. პარალელურად, სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს. ამიტომ – ცეცხლი ოლიგარქიას!!!”

ელიზბარაშვილის საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულების ადვოკატი: “თუ ელიზბარაშვილი მოინანიებდა, შეგვეძლო, მისი მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა. მან გამოძიებას მიაწოდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მასზე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. ეს სიცრუეა და ვაპირებთ სამართლებრივ რეაგირებას”

შალვა პაპუაშვილი: „მოხარულები ვართ, რომ ლუქსემბურგის პარლამენტის სახით გვყავს მეგობარი, რომელსაც ესმის ჩვენი მდგომარეობა და მხარს უჭერს ჩვენს მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ“