პოლიტიკა

მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას, – განაცხადა ბელგიური კომპანიის Jan De Nul წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, სამუშაოები გეგმა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და თუ საჭირო გახდება Jan De Nul-ის დამატებით ტექნიკასაც ჩართავს საქმეში. „ჩვენი ფლოტის საუკეთესო გემებია საქმეში ჩართული და საჭიროების შემთხვევაში კიდევ დავამატებთ“, – აღნიშნა ერიკ ბეიტსმა. მისივე განმარტებით, ორივე გემი – Al-Idrisi და Tristao Da Cunha – დღე-ღამეში 70 ათას კუბ/მ ქვიშას ტუმბავს. „დაღრმავებას წლის ბოლომდე მოვრჩებით. ამინდი ვერ შეგვაფერხებს, ამ გემებს 3 მეტრიან ტალღებშიც შეუძლიათ მუშაობა. უკრაინასა და ირანში ომის შედეგად შუა დერეფნის კონკურენტი ჩრდილო და სამხრეთის მარშრუტები ჩახერგილია. ხოლო ანაკლიის პორტი შუა დერეფნის გამტარობას ახალ ბიძგს მისცემს. ის ბოსფორის გავლით შავ ზღვაში შემოსული ყველაზე მსხვილი გემების მიღებას შეძლებს. საინჟინრო კუთხით ანაკლია შავი ზღვის უმსხვილეს კონსტანცას პორტსაც აჯობებს“, – განაცხადა ერიკ ბეიტსმა. კომპანია Jan De Nul-ის წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა, ერიკ ბეიტსმა ხაზი გაუსვა, რომ ქართული დერეფანი რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი დამაკავშირებელი ხიდია. „ქართული დერეფნის მნიშვნელობა მხოლოდ გაიზრდება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად სწრაფად დასრულდება უკრაინისა თუ ირანის ომები. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები ძველ ნდობას წლების შემდეგაც ვერ დაიბრუნებს, რადგან რისკები ცნობიერებაში ყოველთვის დარჩება და თუ საქართველო მშვიდობის გზით ივლის, ფავორიტად დარჩება“, – განაცხადა ერიკ ბეიტსმა.

„მიმდინარე წლის დეკემბრამდე მოვრჩებით ფსკერის დაღრმავებას“, - განაცხადა ბელგიური კომპანიის „Jan De Nul-ის“ წარმომადგენელმა, ანაკლიის პროექტის დირექტორმა ერიკ ბეიტსმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის…

თორნიკე ჭეიშვილი: „ჯერჯერობით რაღაც პერსპექტივა, პოზიტიური სიგნალი ნამდვილად არ იკვეთება, რომ ბრიუსელი აპირებს გადახედოს საკუთარ პოლიტიკას საქართველოსთან თუ სხვა კანდიდატ სახელმწიფოებთან დაკავშირებით. შეიძლება გვქონდეს იმის განცდა და მოლოდინი, რომ მომავალშიც კვლავ გაგრძელდება არასერიოზული, აბსურდული ნარატივის ტირაჟირება მათი მხრიდან“

ზაალ ანჯაფარიძე: “ეს კვირაც მიილია და, თუ მას ხელისუფლების და ჯერ კიდევ ზედაპირზე მოფართხალე რადიკალური ოპოზიციის პაექრობის კუთხით შევაფასებთ, ხელისუფლებამ, რომ იტყვიან, ჰოკეის ანგარიშით მოუგო”

ლევან მაჭავარიანი – თამარ კინწურაშვილს: „ნაცების“ დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი; „ნაცების“ დროს სააკაშვილის მრჩეველი; „ნაცების“ დროს ბოკერიას მოადგილე. ამ უკიდურესად „ნაცური“ წარსულის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ მინიმუმ, ამორალურია თქვენი მხრიდან “ფეისბუკზე” გავრცელებული ინფორმაციის ფაქტობრივი სისწორის გადამოწმება”

შალვა პაპუაშვილი: “როგორც ჩვენ არ გვეხება გერმანიაში AFD-ის აკრძალვა ან ის, რომ უკრაინაში 20 პარტია აკრძალეს; მოლდოვაში რომ 3 თუ 5 პარტია აკრძალეს; რომ ლეპენს არჩევნებზე გასვლა აუკრძალეს საფრანგეთში, ისევე არ ეხება საფრანგეთს, გერმანიას, უკრაინას, მოლდოვას თუ სხვა ქვეყანას, რასთან დაკავშირებით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ჩვენ თუ არ ვერევით, ისინი რატომ ერევიან? თვალის ფერი დაგვიწუნეს, კანის, თუ თმის?!”

შალვა პაპუაშვილი: “მაშინ, როდესაც რუსეთი არის აგრესიული ომის წამომწყები უკრაინის წინააღმდეგ, რატომ არ შემოგვაქვს ვიზები, რატომ არ ვხურავთ საზღვარს, რატომ არ ვკეტავთ ეკონომიკურ ურთიერთობებს? – იმიტომ, რომ ჩვენ ამოვდივართ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან”