„2012 წლის 1 ოქტომბერს ამ ადამიანმა ფაქტობრივად შეუძლებლის გაკეთება შეძლო. ეს იყო ბეწვის ხიდზე გავლა“, – ამის შესახებ ისტორიკოსმა, ედიშერ გვენეტაძემ ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.
„2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვებაში ლომის წვლილი მიუძღვის ბატონ ბიძინა ივანიშვილს – რომ არა იგი, ეს ამბავი ასე ადვილად არ დასრულდებოდა. მე მახსოვს მისი გამოსვლა 2011 წელს, როდესაც მან გამოაქვეყნა წერილი, რომელმაც იმედი დაუსახა აპათიაში მყოფ საზოგადოებას. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ კაცმა ფაქტობრივად შეუძლებლის გაკეთება შეძლო – ეს იყო ბეწვის ხიდზე გავლა“, – განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ.


