ცოტნე ანანიძე: “რატომ გამოიწვია ზელენსკისა და პრემიერის შეხვედრამ აჟიოტაჟი რადიკალურ ოპოზიციაში? – ფუჭი მცდელობაა, ეს შეხვედრა თავიანთთვის სასარგებლოდ გადათარგმნონ”

12

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ოპოზიციის აჟიოტაჟს ეხმაურება.

„რატომ გამოიწვია ზელენსკისა და პრემიერის შეხვედრამ აჟიოტაჟი რადიკალურ ოპოზიციაში? პასუხი მარტივია: მათ იციან პრემიერის ურყევი პოზიცია საქართველოს როგორც შიდა, ისე საგარეო ინტერესებისთვის. აშხაბადის მაგალითიც კმარა ამის დასადასტურებლად. ფუჭი მცდელობაა, ეს შეხვედრა თავიანთთვის სასარგებლოდ გადათარგმნონ“, – წერს ანანიძე.