„ყველა ის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის განვითარებასთან, განვითარდება. ეს ეხება როგორც ფოთის პორტს, ისე ახალ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ყველა მიმართულებით გვექნება ცვლილებები, გვექნება განახლება, განვითარება. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა. ყველა მიმართულებით აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.


