ირაკლი კობახიძე: „ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის“

11

„ჩვენ მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს და ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით.

„ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება გადაიდგას. ჩვენ, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, რომელიც არის დღეს ურთულეს მდგომარეობაში, ომის მდგომარეობაში. არის ურთულესი ეკონომიკური, სოციალური პირობები. ჩვენ ყველანაირად ვგულშემატკივრობთ უკრაინელ ხალხს, ბუნებრივია, სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს, შესაბამისად, ყველანაირად ვართ დაინტერესებული, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორც ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს. დანარჩენი ვნახოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.