ირაკლი კობახიძე: “მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა”

16

“შეფასებაც არ სჭირდება ამ ყველაფერს, – როდესაც ევროპარლამენტის წარმომადგენლები პირდაპირ ესხმიან თავს მედიის თავისუფლებას სხვა ქვეყანაში, ეს, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს. ეს არის პირდაპირ უხეში თავდასხმა მედიის თავისუფლებაზე. ე.წ. ევროპელი პოლიტიკოსები პირდაპირ უპირისპირდებიან ტრადიციულ ევროპულ ღირებულებებს”, – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

„მედიის თავისუფლებაც არის ერთ-ერთი ტრადიციული ევროპული ღირებულება, რომელიც ფეხქვეშ გათელეს კონკრეტულმა პოლიტიკოსებმა. ეს მოხდა ჯერ ბრიტანეთის მხრიდან, ახლა კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები აკეთებენ ამ ყველაფერს. ეს თავის თავზე მეტყველებს და ამას დამატებით კომენტარი არ სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.