„მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი რაიმე ღირებულებაზე, წესსა თუ კანონზე ნუ დაგველაპარაკება. როდესაც არიან დიქტატორის, მწამებლის, კორუმპირებული ადამიანის ფანკლუბის წევრები, ეს უკვე განაჩენია მათთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას – გრძნობს თუ არა ხელისუფლება პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ საქართველოს, შესაძლოა, ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს.
„გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის ფანკლუბი დაემუქრება ქართველ ხალხს სხვადასხვა ინსტრუმენტით, მაგრამ როგორც სხვა დროს ცდილობდნენ, რომ დაგვაზიანონ, ამას, საბოლოო ჯამში, ვერ მიიღებენ. ვერ მიიღებენ მთავარ რამეს – რომ ქართველმა ხალხმა მათი პოლიტიკური დღის წესრიგით იმოქმედოს. მათ არც ქართული ჟურნალისტიკა, არც ქართველების კარგად ყოფნა აინტერესებთ; ერთადერთი რამ აინტერესებთ იუკნევიჩიენესა და მსგავსი აკვიატებული აზრის მქონე ადამიანებს – რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენონ იარაღად. ჩვენ ვართ დანახული როგორც იარაღი რუსეთის წინააღმდეგ. სხვა დანიშნულებას ჩვენს ხალხში ვერ ხედავენ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


