“დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი. ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან და, საბოლოო ჯამში, უბრალოდ, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მოქალაქეებთან ოპოზიციური ალიანსის შეხვედრები.
„ყველა ელჩმა, ვინც ფიქრობს ამ ძალებით საქართველოში დემოკრატიის გვერდის ავლით ხელისუფლების შეცვლას, უნდა გააცნობიეროს, ვისთან აქვს საქმე და ყველა პარტიამ ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ სანამ უცხო ქვეყნების დღის წესრიგზე იქნებიან აწყობილები და სხვების მაამებლობით დაკავებულები, საქართველოში არანაირი წარმატების იმედი არ უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


