„რომ არა 300 ათასი ომში დაღუპული ქართველის წვლილი, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა. ეს არის მთავარი, რაც უნდა გაიაზროს ევროკავშირის თითოეულმა მოქალაქემ თუ დიპლომატმა“, – ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, აპირებენ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლები ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე დასწრებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უპირველეს ყოვლისა, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღნიშვნა იგეგმება.
„სამწუხაროდ, შარშან 9 მაისს ვერ ვიხილეთ ევროკავშირის ვერცერთი წარმომადგენელი 9 მაისის აღნიშვნის ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი ვეტერანებიც იყვნენ წარმოდგენილები. ვერცერთი სიტყვა ვერ მოვისმინეთ მათგან 9 მაისის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ასე რომ, კიდევ ერთხელ: რომ არა ქართველების წვლილი, არანაირი ევროკავშირი, არანაირი ევროპის დღე, არანაირი ევროკავშირის დღე არ იარსებებდა. იქნებოდა ევროპა გეოგრაფიულად, მაგრამ როგორი იქნება ეს იდეოლოგიურად? ყველამ კარგად ვიცით ისტორიულად, რას გულისხმობდა ფაშიზმი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.


