კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანის შესახებ: „პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს – “ნაცებთან”, “ნაცებს” – „ოცნებასთან“, „ოცნებას“ – ისევ „ნაცებთან“

12

პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი კოტე ჟღენტი საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არმაზ ახვლედიანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მომავალი პატრიარქის არჩევნებს „ფიქცია“ უწოდა.

„ნაძირალა ახვლედიანი, პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს – “ნაცებთან”, “ნაცებს”- „ოცნებასთან“, „ოცნებას“ – ისევ „ნაცებთან“ და ახლა კაცმა არ იცის, ვინ და რა დარჩა. ბედავს ეკლესიაზე საუბარს ეს პროფესიონალი იუდა!“ – წერს სოციალურ ქსელში კოტე ჟღენტი.

პატრიარქის არჩევნების წინ შეტევები გააქტიურდა. „TV პირველმა“ ეთერი დაუთმო მეუფე ზენონს. შეურაცხყოფის გარდა, იყო მძიმე ბრალდებები. შემდეგ, მისი განცხადებების ტირაჟირება მოახდინეს ცალკეულმა მედიასაშუალებებმა.

კამპანიაში ჩართულები არიან პოლიტიკოსებიც ოპოზიციიდან. არმაზ ახვლედიანი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში იმყოფებოდა. მისი განცხადებებიც იმ შეტევის გაგრძელება იყო, რომელიც საპატრიარქოსა და პატრიარქის არჩევნებს შეეხება.