პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაში დაპირისპირების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს ის ხალხია, ეს ის რადიკალური ოპოზიციაა, რომელმაც მათი მხარდამჭერების მიერ მინიჭებული მანდატები დახია და პარლამენტი დატოვა. მათ არავითარი ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხისა და საკუთარი მხარდამჭერების მიმართ არ გააჩნიათ. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, როდესაც ვამბობდით, რომ მანდატების დახევა – ეს არის საკუთარი ამომრჩევლისთვის ამ მანდატების სახეში შეყრა.
პრობლემა იმაშია, რომ ეს ხალხი, ერთადერთი, ვის მიმართაც ანგარიშვალდებულებას გრძნობს, არიან უცხო ძალები. ისინი თავს ლაღად ვერ გრძნობენ რეგიონსა და ხალხთან შეხვედრებზე, ისინი ლაღად არიან ელჩებთან ოფისებში და ბრიუსელის სხვადასხვა დერეფანში. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო, საიდანაც იღებენ დაკვეთას, მათ მიმართ გრძნობენ ანგარიშვალდებულებას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.


