„მძიმე ბრალდებაა. ეს არის სრულად სუს-ის, პროკურატურის, მართლმსაჯულების საკითხი, რათა ყველა დეტალი დადგინდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გიორგი უძილაურის დაკავებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.
„ვხედავთ, თანამედროვე სამყაროში როგორ გამოიყენება სხვადასხვა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ დაიმორჩილონ ქვეყნები, საზოგადოებები. ადრე თუ იყო სამხედრო ძალა პრიორიტეტი, დღეს ეს არის რბილი ძალა, ინფორმაციული ომი, რომლითაც ცდილობენ, დაიმორჩილონ საზოგადოებები და ხალხები. ამიტომ, ზოგადად მნიშვნელოვანია კონტრდაზვერვითი საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადება.
ჩვენ ვხედავთ, სამწუხაროდ, თუ როგორ არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც ღიად თუ ფარულად მუშაობენ სხვა ქვეყნებზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ სახელმწიფო იყოს მობილიზებული“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის: გიორგი უძილაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა.


