უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: „მოხარული ვიყავი, გამეგრძელებინა დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ“

12

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

„მოხარული ვარ, რომ ერევანში ჩვენი ბოლო კონტაქტების შემდეგ, გავაგრძელე დიალოგი ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან. დღევანდელი სატელეფონო საუბრის დროს, აღვნიშნეთ ჩვენს ქვეყნებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და შევთანხმდით უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების ორმხრივ ინტერესზე. განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ასევე, დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის წინსვლისა და აქტიური კონტაქტების შენარჩუნების მიმართ“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.