“საქართველოს საელჩოში UFC-ის მსოფლიო ჩემპიონს, ილია თოფურიას ვუმასპინძლეთ”, – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი.
“ჩვენს სახელოვან მებრძოლს გადავეცით ძველკოლხური ქამრის ბალთა, რომელიც, გვჯერა, მომავალ ისტორიულ ბრძოლაში გამარჯვებისა და მსოფლიო ჩემპიონის ქამრის დაცვის სიმბოლური ნიშანი იქნება.
ილია თოფურია ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწვევით იმყოფებოდა და თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ასევე დაესწრო UFC-ის გამორჩეული მებრძოლი, ალექსანდრე თოფურია”, – წერს თამარ ტალიაშვილი.


