სამშაბათი, სექტემბერი 22, 2026

ახალი ამბები

სუს-ი: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA) საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს რამდენიმე ათეული როუტერი გადასცა“

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, სახელმწიფო საზღვრის სხვადასხვა მონაკვეთზე მაღალსიჩქარიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 35 სექტორზე შესაბამისი ქსელის განვითარების მიზნით, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ (DTRA)...

მარიამ ქვრივიშვილი: „საქართველოს რკინიგზის მიერ ივნისში დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგი შუა დერეფანში მზარდი ტვირთნაკადების, სწორი მენეჯმენტისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგია“

„საქართველოს რკინიგზის მიერ ივნისში დაფიქსირებული ბოლო ათწლეულის რეკორდული შედეგი შუა დერეფანში მზარდი ტვირთნაკადების, სწორი მენეჯმენტისა და საოპერაციო პროცესების ეფექტიანი მართვის შედეგია“, - წერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში. „ეს მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს რკინიგზის მზარდ...

ეკა სეფაშვილი: „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია საქართველოს შესახებ გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით. ეს თავისთავად მოწმობს, რომ საქართველოზე ზეწოლა კვლავ აქტიურად გრძელდება“

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი მედიასთან გამოეხმაურა ჯო უილსონის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დღეს განიხილავს. „დღეს „ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია ყალბი ინფორმაციით და ემყარება იმ მცდარ...

დათა გვასალია გრიგოლ გეგელიას განცხადების შესახებ: „როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა უფლება შეინარჩუნოს, გამოდის ის ხალხი, ვინც...

ჟურნალისტი დათა გვასალია "ლელოს" წევრის - გრიგოლ გეგელიას მიერ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. "მაშინ, როცა ხელისუფლების გეგმაა, რომ სახელმწიფომ ანაკლიის პორტზე, როგორც სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურაზე, ყველა ფუნდამენტური უფლება შეინარჩუნოს, იმ ხალხის პარტია, ვინც ჩააგდო ეს პროექტი, არბიტრაჟი წააგო...

პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) გენერალურ დირექტორს, ნგოზი ოკონჯო-ივეალას შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე საქართველოსა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ყურადღება დაეთმო საქართველოს მიერ WTO-ის ფარგლებში...

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად, „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-12 მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

ბაქოში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ რიგით მე-12 მინისტერიალი გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტერიალის მონაწილეები იმსჯელებენ „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის...

ბრიტანელი აქტივისტი ტომი რობინსონი დიდ ბრიტანეთში მომხდარი შემზარავი ფაქტების შესახებ: „ათასობით ბავშვი გააუპატიურეს. გოგონებს თითოეულ ქალაქსა და დასახლებაში აწამებდნენ“

ბრიტანელი მემარჯვენე აქტივისტი ტომი რობინსონი გაერთიანებულ სამეფოში მომხდარ არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის საქმეებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და მუსლიმურ თემსა და სამართალდამცავ სტრუქტურებს აკრიტიკებს. „იმ ქალაქში მამაკაცების 20-30% ჩვენს შვილებს აუპატიურებდა. ათასი ბავშვი იქნა გაუპატიურებული 1.7-პროცენტიანი მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან. ასე რომ, როდესაც...

პეტერ მადიარი: „ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაგრამ როგორც ადრე ბევრჯერ მითქვამს, უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში“

„უკრაინა არის მსხვერპლი, ხოლო რუსეთი სასტიკი აგრესორია. უკრაინას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, მაგრამ როგორც ადრე ბევრჯერ მითქვამს, უნგრეთი არ გააგზავნის შეიარაღებას ან ჯარისკაცებს უკრაინაში“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა ანკარაში მიმდინარე...

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სერბეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ანა ბრნაბიჩს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ქ. ბელგრადში მიმდინარე ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეთა პირველი კონფერენციის მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის...

მაკა ბოჭორიშვილი: „მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი. თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური...

„მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური მდგრადობა და თანმიმდევრული ეკონომიკური რეფორმები არის საქართველოს წარმატების მნიშვნელოვანი საფუძველი“, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პანელურ დისკუსიაში სიტყვით გამოსვლისას. მისივე თქმით, თუ ქვეყანა ახერხებს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას და ეკონომიკური რეფორმების უწყვეტად განხორციელებას,...
- Advertisement -spot_img

Latest News

მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ...
- Advertisement -spot_img