ორშაბათი, ოქტომბერი 5, 2026

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში შევა ცვლილება, სადაც დაემატება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა – მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენა“

„მიმდინარე კვირის ოთხშაბათს იქნება მეორე და მესამე მოსმენები და უკვე მთავრობის სტრუქტურის შესახებ კანონში ცვლილება შევა“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისივე თქმით, მიმდინარე სასესიო...

რატი იონათამიშვილი: “ნაცებმა” და მისმა სატელიტებმა, მდინარაძე დააქვეითეს, ცალკე აპარატი არ აქვსო – სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ს, ასევე, მისი კომპეტენციაა...

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას ეხმიანება და პარლამენტში შეტანილ კანონპროექტში არსებულ უფლებამოსილებებზე საუბრობს. იონათამიშვილის განცახდებით, სახელმწიფო მინისტრი და ვიცე-პრემიერი აკოორდინირებს სუსს, შსს-ს, სდსს-ს. მისივე თქმით, აღნიშნული...

ირაკლი კირცხალია: „მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო მამუკა მდინარაძეს კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“

„მინდა მთელი გუნდის სახელით მადლობა გადავუხადო კოლოსალური შრომისთვის, რაც მან გაწია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება იმ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, რომელსაც...

გივი მიქანაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მასიმილიანო დ’ანტუონოსთან თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა

განათლების სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთობლივი პროექტების განხორციელებას, მათ შორის ახალგაზრდული ბანაკების მიმართულებით თანამშრომლობას. ხაზი გაესვა საქართველოში იტალიური ენის სწავლების გაფართოებასა და მის მიმართ მზარდ...

გურამ მაჭარაშვილი: „ჰერჩინსკის განცხადება მისი პირადი მოსაზრება არ არის, არამედ წარმოადგენს იმ ევრობიუროკრატიის პოზიციას, რომელიც ებრძვის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, თავისივე წევრ ქვეყნებსაც“

„ეს არ არის მხოლოდ ჰერჩინსკის პოზიცია და ამის შესახებ არაერთხელ აღგვინიშნავს. თუმცა, უკვე ადამიანურადაც აღარ იწვევს ეს ადამიანი მხარდაჭერას. შეიძლება ერთხელ ან ორჯერ იფიქრო, რომ მას მსგავსი განცხადებების გაკეთება დაავალეს, თუმცა პიროვნულად არ სურდა და იძულებული გახდა, გაეკეთებინა. მაგრამ...

ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – მიხეილ მაღლაკელიძე წარუდგინა. მას ამ დრომდე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე...

„ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, ვემსახურო მშობლიურ აჭარას, ჩემს მოსახლეობას“ – ზურაბ პატარაძე

აჭარის უმაღლეს საბჭოში მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ხვალ აირჩევენ. ამ პოსტზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძე წარადგინა. დღეს კომიტეტების გაერთიანებული სხდომები ჩატარდა, დეპუტატებმა კანდიდატის სამომავლო გეგმებსა და სამთავრობო პროგრამას მოუსმინეს. ახალი თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ზურაბ პატარაძე აჭარის...

პარლამენტი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მდგრადი მართვის კამპანიაში ჩაერთო

საქართველოს პარლამენტი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მდგრადი მართვის კამპანიაში ჩაერთო. აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პარლამენტსა და საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესთან“ მემორანდუმი გაფორმდა. ნარჩენების მდგრადი მართვის საკითხებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა საქართველოს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაცია „ვეისთლესის“ თავმჯდომარემ გიორგი გულიაშვილმა...

ლადო სადღობელაშვილი: „დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მამუკა მდინარაძის დაწინაურებამ ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. რიგი ოპოზიციონერები და მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით...

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას სოციალურ ქსელში ეხმაურება. "ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მამუკა მდინარაძის დაწინაურებამ ვიცე-პრემიერის პოზიციაზე. რიგი ოპოზიციონერები და ანგაჟირებული მედიები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, გეგონება, ირაკლი კობახიძის მოგონილი იყოს მსგავსი მეთოდით პრემიერის ვერტიკალის და პოლიტიკური...

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიასთან დაკავშირებით: “რა უფრო ლოგიკურია: რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300-კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას?”

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობასთან დაკავშირებით ოპონენტების ქილიკს გამოეხმაურა, რომლებმაც თქვეს, რომ „მდინარაძის უწყებას საკუთარი შენობა, აპარატი და ბიუჯეტი არ ექნება". „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ მერამდენეჯერ უნდა მოუვიდეს, რომ საკუთარი ტყუილი გაავრცელოს და...
- Advertisement -spot_img

Latest News

სპეციალური პენიტენციური სამსახური: “მწუხარებას გამოვთქვამთ №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო – მსჯავრდებული ი. გ. თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა, პენიტენციური სამსახურის მიერ მყისიერად...

პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს №17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალების გამო და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „აღნიშნულთან დაკავშირებით...
- Advertisement -spot_img